ვინ ზრუნავს? UCARE!
2020 წელსაც, ურტიკარიის დღე (UDAY) რჩება დღედ, როცა ურტიკარიის მქონე პაციენტები არიან ყურადღების ცენტრში. 6 წლის თავზე ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას ურტიკარიის შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ პაციენტებში, მათ ოჯახებში, ექიმებში, პოლიტიკოსებში, პრესასა და დანარჩენ სამყაროში.
ასე რომ, შემოგვიერთდით 2020 წლის 1 ოქტომბერს, და გაუკეთეთ ურტიკარიის დღეს ორგანიზება. წელს ყურადღება გამახვილდება ურტიკარიის დღის ციფრულ სივრცეში წარმართვაზე. მონაწილეთა შორის განხილვის საგანია: ვირტუალური კონგრესები, საგანმანათლებლო ვებინარები, ციფრული ხელოვნების პროექტები, სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელებული კამპანიები და ურტიკარიის აპლიკაცები, მათი მეშვეობით შესაძლოა უფრო მეტს მივაღწიოთ. არსებობს უკეთესი შესაძლებლობა რეგიონული თვითდახმარების ჯგუფის შექმნისთვის? დაგვეხმარეთ, რომ ურტიკარიის დღე გახდეს ცნობადი მეგობრებისთვის, ოჯახებისთვის და სხვა დაზარალებული პირებისთვის!
იყავით შემოქმედებითი და გაავრცელეთ ინფორმაცია ურტიკარიის დღის შესახებ! არ დაგვავიწყდეთ, განათავსოთ თქვენს მიერ განხორციელებული აქტივობები 2020 წლის ურტიკარიის დღის ვებ-გვერდზე, რათა თქვენი აღნიშვნა იყოს წარმატებული.
ყველას თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია!
ურტიკარიის დღე 2020-ს მხარს უჭერს ურტიკარიის საერთაშორისო ქსელები: (UNEV), UCARE და ბევრი სხვა ორგანიზაცია მსოფლიოს მაშტაბით, რომელთა მიზანია ურტიკარიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.